Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგაზაფხულო სკოლა - პირველად იყო სიტყვა

ყოველწლიურად აპრილის თვეში, ძველი ენების პოპულარიზაციის მიზნით, პარიზის კავკასიის ევროპული სახლი მართავს მეცნიერულ-შემეცნებით შეხვედრებს  სახელწოდებით: პირველად იყო სიტყვა !

10-14 აპრილს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ს/ს ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსწავლე ახალგაზრდებისა და პედაგოგების ჩართულობით იგეგმება საგაზაფხულო სკოლა, რომელიც ითვალისწინებს  :

(1)- ქართული ზეპირსიტყვიერებით შემონახული სიტყვების გარშემო:

ა. ლიტერატურული, შემეცნებითი, მოქალაქეობრივი ან ბიოგრაფიული ჟანრის ერთგვერდიანი ესეს დაწერას;

ბ. A4 ქაღალდის ფორმატზე გრაფიკული ჩანახატის შესრულებას;

გ. ერთი ან რამდენიმე ახალგაზრდის მიერ ვიდეორგოლის ჩაწერას.

(2)- ვიზუალური ხელოვნების პერფორმანსის მოწყობას უნივერსიტეტის ეზოში

                ძველი დამწერლობების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.

საგაზაფხულო სკოლა შეეცდება უპასუხოს ცნობისმოყვარე საზოგადობის შეკითხვას: როგორ იწერებოდა პირველი სიტყვები ? !

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველემა პირებმა უნდა შეავსონ კითხვარი და არა უგვიანეს 2025 წლის 19 მარტისა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ecaucasushouse@yahoo.

მონაწილეებთან პირველი შეხვედრა გაიმართება 26 მარტს, ვიზუალური ხელოვნების კათედრაზე.

იხ. სააპლიკაციო ფორმა

თარიღი: 05/02/2025